პატრიარქის ნათლული კიდევ 621 ჩვილი გახდება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 621 ჩვილი გახდება. ჩვილთა საყოველთაო 37-ე ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 5 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის “ძლევაი” ავრცელებს.
მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ჯვარი გადაეცემათ. ნათლობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათისთვის, ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.
დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 19 136 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.