კამალა ჰარისი: ვფიქრობ, დონალდ ტრამპი ფაშისტია

აშშ-ის დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს ფაშისტი უწოდა.

მისი თქმით, ტრამპი არის არასტაბილური, საშიში და თანამდებობისთვის შეუფერებელი.

„ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ტრამპთან თეთრ სახლში, ყველა საშიშს უწოდებს მას. მათ ცალსახად განაცხადეს, რომ ის აბუჩად იგდებს შეერთებული შტატების კონსტიტუციას. მათ თქვეს, რომ ის აღარასოდეს უნდა იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მე ასევე მჯერა, რომ უნდა ვენდოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მას ყველაზე კარგად იცნობენ ამ საკითხში“, – აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები