მოლდოვაში, საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურია მოსალოდნელი

მოლდოვაში, კენჭისყრის წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტი მაია სანდუ მეორე ტურში მის ოპონენტ, ყოფილ გენერალურ პროკურორ ალექსანდრე სტოიანოგლოსთან ერთად გავა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოქმების 98% დაამუშავა. შედეგების მიხედვით, მოქმედმა პრეზიდენტმა თითქმის 42% მოიპოვა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა – 27% -მდე. იმ შემთხვევაში, თუ ხმების სრულად დათვლის შემდეგ აღნიშნული მონაცემები არ შეიცვლება და ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 50 პროცენტზე მეტს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

შეგახსენებთ, მოლდოვაში ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად გუშინ გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები