სააკაშვილის და აფხაზი "გმირის" სკანდალური ფოტო

   ინტერნეტსივრცეში მიხეილ სააკაშვილისა და ჩერქეზი პოლიტიკოსის, სეპარატისტული რეჟიმის მიერ „აფხაზეთის გმირად“ შერაცხული იბრაგიმ ხასანბიევიჩ იაგანოვის ფოტოები გავრცელდა. იბრაგიმ ხასანბიევიჩ იაგანოვი 1963 წლის 16 ოქტომბერს ჩერქეზეთში დაიბადა. ჩერქეზი პოლიტიკოსი, საზოგადოებრივი საბჭოს წევრი და სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარე 1992-1993 წლებში აფხაზეთში სეპარატისტების მხარეს იბრძოდა. ჩერქეზი ლიდერის ბრძანებითა და თაოსნობით, 1990 -იანი წლების დასაწყისში ყაბარდო- ბალკარეთის მაცხოვრებლებისგან სპეცფორმირებები ჩამოაყალიბა, რომლითაც აფხაზეთის საბრძოლო ოპერაციებში ჩაერთო. იაგანოვიჩი აღნიშნული ქმედების გამო „აფხაზეთის გმირის“ ტიტულსაც ფლობს. 2007 წლის მარტიდან იაგანოვი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის“ ოფიციალური წარმომადგენელია ყაბარდო ბალყარეთში. 2012 წლის 13 მარტს კი იბრაჰიმ იაგანოვი რუსული პოლიტიკური მოძრაობის „მრავალეროვანი რუსეთის“ ერთ-ერთი თავმჯდომარე გახდა.

1922878_714876091890571_1632983949_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები