გოგონას მუცლიდან ექიმებმა 4 კგ თმა ამოიღეს

ყირგიზეთის 18 წლის მკვიდრს აიპერი ალექსეევას ექიმებმა მუცლიდან 4 კგ თმის ხვეულა ამოაცალეს. გოგონა იშვიათი ფსიქიკური დაავადებით ტრიხოფაგიით იტანჯება, რის გამოც ის თმებს ჭამდა.
ტრიხოფაგიით დაავადებული გოგონა იატაკიდან აკრეფილი თმების გარდა საკუთარი თმის ბოლოებსაც ჭამდა. წლების განმავლობაში ამ ავადმყოფურ ჩვევას ჯანმრთელობაზე შესამჩნევად არ უმოქმედია, თუმცა შეჭმული თმების გადამუშავებას კუჭი ვერ ახერხებდა და ის ხვეულას სახით ჩამოყალიბდა.
იმ მომენტისათვის, როცა გოგონა საავადმყოფოში მუცლის არეში ძლიერი ტკივილებით მიიყვანეს, აიპერის უკვე არც ჭამა შეეძლო და არც რაიმე სითხის დალევა. გოგონა ძლიერი გაუწყლოებით და შიმშილით იტანჯებოდა და რომ არა ქირურგების ჩარევა, ის აუცილებლად მოკვდებოდა.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ფსიქოლოგიურად პაციენტი ხსენებული ჩვევის გარდა სრულიად ჯანმრთელი იყო. საავადმყოფოდან გამოწერისას აიპერი ექიმებს დაჰპირდა, რომ თმების ჭამას სამუდამოდ დაანებებდა თავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები