დავით ნარმანია თურქეთის ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია საქართველოში თურქეთის ახალ ელჩს ლევენთ გურმუქჩუს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათისა იყო. ლევენთ გურმუქჩუ დაინტერესდა სამინისტროს საქმიანობით და აღნიშნა, რომ თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან საქართველოსადმი ინტერესი საკმაოდ დიდია. მისივე თქმით, თურქეთის სახელმწიფო, სამომავლოდ, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებასაც გეგმავს, თურქული სამშენებლო კომპანიები კი, სხვადასხვა ტენდერებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მეზობელ ქვეყანასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან და გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით, სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას ყველა დაინტერესებულ კომპანიას მიაწვდის. საუბრის დასასრულს, თურქეთის ელჩმა საქართველოში ლევენთ გურმუქჩუმ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ნარმანიას სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქართველოში მუშაობის წლებში ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები