აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა.
ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენისა და მისი უკრაინელი კოლეგის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა.
აღნიშნული პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, საბრძოლო მასალას, ჯავშანტექნიკას და სხვა იარაღს.
„დღეს პრეზიდენტმა გამოაცხადა 425 მილიონი დოლარის ღირებულების უკრაინის უსაფრთხოების დახმარების პაკეტი, რომელიც მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, ჯავშანტექნიკას და კრიტიკულ საბრძოლო მასალებს უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.