პენტაგონის სპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ განათავსებს უკრაინის მახლობლად THAAD-ის საშუალო რადიუსის რაკეტების ჩამჭრელ სისტემას რუსული რაკეტებისა და დრონების ჩამოსაგდებად, როგორც ამას ისრაელისთვის აკეთებს.
სინგმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ერთმანეთისგან განსხვავებულია.
“განსხვავებული შესაძლებლობები, განსხვავებული ომები, განსხვავებული რეგიონები. ასევე განსხვავებულია ვალდებულებები ისრაელისა და უკრაინის მიმართ“, – აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.
ამავდროულად, დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბრიფინგზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის დეპარტამენტი და აშშ-ის მთავრობა აგრძელებენ ისრაელისა და უკრაინის მხარდაჭერას მათი თავდაცვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.