დედამიწის ცენტრის საიდუმლო
პლანეტის ცენტრის და მასთან დაკავშირებული გეოფიზიკური თუ გეოეზოთერული კვლევები მაინც მიდის იმ დასკვნამდე, რომ პლანეტას მიზიდულობის ძალა აქვს – იმდენივე, რამდენიც შიდა უკიდურესი ცენტრის წერტილიდან განზიდულობის ძალა. რაც თეორიაში შესაძლებელს ხდის, წარმოვიდგინოთ, რომ ამ განზიდულობის ენერგიის საშუალებით წარმოიქმნას სივრცე, თუნდაც 1 კვადრატული მეტრისა. თუკი ეს თეორიები ერთმანეთს შეესაბამება, მაშინ ჩვენ სრული საფუძველი გვაქვს, ვიმსჯელოთ იმაზეც, რომ დედამიწის გულში, არა ერთი კვადრატული მეტრისა, არამედ მრავალი მილიონი კვადრატული კილომეტრის სივრცე უნდა იყოს.
მარტივად რომ შევადაროთ – მაგალითად, ავიღოთ მატერია, რომელიც შედგება მრავალი მოლეკულისაგან, ხოლო თავად მოლეკულა, თავის მხრივ, შედგება ატომებისაგან, ატომები კი – ატომბირთვისა და მის ირგლივ მბრუნავი ელექტრონებისაგან. მოძრავ ელექტრონებსა და ატომგულს შორის მანძილი ხომ არსებობს, და ეს მთელი სივრცე ცარიელია. ასევე მოლეკულის შიგთავსშიც მოძრავ ატომებს შორისაც თავისუფალი სივრცე არსებობს. იგივე პრინციპი არის მატერიაში მოლეკულებთან მიმართებაშიც და ეს თავისუფალი სივრცეები მატერიას არსებობის საშუალებას აძლევს. ძალიან საინტერესოა, რომ თითქმის იგივე პრინციპს იმეორებს ჩვენი გარემომცველი სამყარო, გალაქტიკები, პლანეტათა სისტემები.