ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ირანიდან რუსეთისთვის ტექნოლოგიების გადაცემაზე.

სანქცირებულთა შორის მოხვდნენ ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, საიდ ჰამზა გალანდარი და სხვა ოფიციალური პირები. ასევე, სამი ირანული ავიაკომპანია და ორი კომპანია, რომლებიც რაკეტების გაშვებისთვის საჭირო საწვავს აწარმოებენ.

რუსეთისთვის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო, ევროკავშირის საბჭომ სანქციები სულ შვიდი ფიზიკური და შვიდი იურიდიული პირის წინააღმდეგ დააწესა.

სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას და ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის შეზღუდვას. ასევე, აღნიშნული ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის სანქციები ზღუდავს მათთვის თანხების ან ეკონომიკური რესურსების პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები