გერმანული დაზვერვა: რუსეთი ნატო-ზე თავდასხმას მომდევნო 6 წლის განმავლობაში შეძლებს
რუსეთის ფედერაცია ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავდასხმას მომდევნო 6 წლის განმავლობაში შეძლებს, – ამის შესახებ გერმანიის დაზვერვის სამსახურის (BND) ხელმძღვანელმა, ბრუნო კალმა განაცხადა.
მან დასძინა, რომ რუსეთის მხრიდან პირდაპირ სამხედრო საფრთხეს ხედავს.
„არაუგვიანეს ამ ათწლეულის ბოლოს, რუსული ჯარები შეძლებენ ნატოზე თავდასხმას“, – აღნიშნა კალმა ბუნდესტაგში გამართულ მოსმენაზე.
გერმანული დაზვერვის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ კრემლი გერმანიას მტრად მიიჩნევს იმის გამო, რომ ის სიდიდით მეორე ქვეყანაა, რომელიც რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ომში უკრაინას მხარს უჭერს.