ჩინეთის სამხედრო წვრთნის გამო, ტაივანმა შეიარაღებული ძალები საგანგებო მზადყოფნაში მოიყვანა

ჩინეთის სამხედრო წვრთნის გამო, ტაივანის შეიარაღებული ძალები საგანგებო მზადყოფნაში მოიყვანეს. კუნძულის გარშემო მიმდინარე სამხედრო სწავლება ტაივანის თავდაცვის მინისტრმა დაგმო და პეკინის ამ ნაბიჯს პროვოკაციული უწოდა.

ჩინეთი, სამხედრო სწავლების ფარგლებში, კუნძულზე თავდასხმის სიმულაციას ატარებს. BBC-ის ცნობით, მასშტაბური სამხედრო სწავლება პეკინის პასუხია ტაივანის პრეზიდენტის განცხადებაზე, როდესაც მან განაცხადა, რომ ანექსიას წინააღმდეგობას გაუწევს. მან ასევე ქვეყნის ჩინეთისგან დამოუკიდებლობის პირობა დადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები