ბირთვული საფრთხის შემცირების მიზნით, აშშ რუსეთთან, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ბირთვული საფრთხის შემცირების მიზნით რუსეთთან, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ნობელის მშვიდობის პრემიის გამარჯვებულისადმი გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

2024 წლის ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა იაპონურ ორგანიზაციას, Nihon Hidankyo-ს, რომელიც აერთიანებს ბირთვული დაბომბვის შედეგად გადარჩენილებს და რომლის ძალისხმევაც მიმართულია ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს შექმნისკენ.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ აუცილებელია წინსვლის გაგრძელება, რათა მსოფლიო საბოლოოდ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ბირთვული იარაღისგან. ამიტომ, მისი თქმით, შეერთებული შტატები რუსეთთან, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეასთან წინაპირობების გარეშე ბირთვული საფრთხის შემცირების მიზნით მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

“ბირთვული საფრთხის შემცირება მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში არსებული საფრთხეების გამო. ეს ბირთვული რისკები ძირს უთხრის ნორმებსა და შეთანხმებებს, რომლებზეც ჩვენ კოლექტიურად ვმუშაობდით”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები