ნატო ბირთვულ წვრთნებს იწყებს
ნატო დღეს ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს Steadfast Noon-ს იწყებს. ალიანსის ინფორმაციით, სწავლებაში, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, საჰაერო ძალების რვა ბაზიდან დაახლოებით 2 000 ჯარისკაცი ჩაერთვება.
საჰაერო მანევრები 60-ზე მეტ თვითმფრინავს მოიცავს. მათ შორისაა თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებსაც აშშ-ის ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლიათ. ამასთან, წვრთნების დროს ნამდვილ საბრძოლო მასალას არ გამოიყენებენ.
წელს მანევრები ბელგიისა და ნიდერლანდების საჰაერო ძალების ბაზებზე ჩატარდება, ასევე დიდი ბრიტანეთის, დანიისა და ჩრდილოეთის ზღვის საჰაერო სივრცეებში.