მარგველაშვილი თანამდებობიდან გადადგა

 ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი თანამდებობიდან გადადგა. მან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა, რომელსაც 17 თებერვალს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ. იმავე დღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება მის მოადგილეს დაეკისრება. „მე მივიღე გადაწყვეტილება გადადგომასთან დაკავშირებით და დღეს დავწერე განცხადება. მივმართე საკრებულოს, დავნიშნე რიგგარეშე სხდომა და 17 თებერვალს სხდომაზე განიხილავენ. მე ჩემი ვალი ქალაქის წინაშე მოვიხადე“, – განაცხადა თამაზ მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები