გიორგი ძიგუა ბათუმში, ეკომიგრანტთა და დევნილთა განსახლების ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრების ფარგლებში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი, ქალაქ ბათუმში, ეკომიგრანტთა და დევნილთა განსახლების ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

“გიორგი ძიგუა ბათუმში არსებულ დევნილთა განსახლების ობიექტის ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ადგილზე პირადად გაეცნო. მინისტრმა მოსახლეობასთან ერთად, პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე აღმაშენებლის დასახლების სერვისცენტრის გამგებელი იოსებ ტარიელაძე და ამხანაგობის თავმჯდომარე ლეილა პატარაია იმყოფებოდნენ.

მინისტრის აპარატი დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები