სერბეთის პატრიარქი: შიო III-ის გამორჩევა პატრიარქად არის ღვთის ნების გამოვლინება, რომლის წყალობითაც ქართველმა ხალხმა შეიძინა კეთილმსახური მამა
“შიო III-ის გამორჩევა პატრიარქად არის ღვთის ნების გამოვლინება, რომლის წყალობითაც ქართველმა ხალხმა შეიძინა კეთილმსახური მამა,”- ამის შესახებ სერბეთის პატრიარქის პორფირეს მიერ მისალოც წერილშია აღნიშნული.
აღნიშნულით სერბეთის პატრიარქმა პორფირემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შიო III-ს გამორჩევა და ტახტზე აღსაყდრება მიულოცა.
„ვითარცა ისტორიის თანამონაწილენი, მკვდრეთით აღდგომილი ქრისტეს ჩაუმქრალი შუქით განათებულნი და ღვთის სიყვარულის საიდუმლოს თანაზიარნი, მზის ქვეშეთში მშვენიერი ხმის ექო ჩაგვესმის, გვიხარია, რომ დღეს გაისმა ხმა, რომელმაც წმინდა საბას ეკლესია და მთელი ქრისტიანული სამყარო გაახარა – საქართველომ და ეკლესიამ თქვენი, ღვთის მოსიყვარულე ადამიანის სახით მწყემსმთავარი და წინამძღვარი შეიძინა“, – აღნიშნულია პატრიარქ პორფირეს წერილში.