ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: თეირანი უყოყმანოდ განახორციელებს კიდევ უფრო ძლიერ თავდაცვით ქმედებებს

თეირანი უყოყმანოდ განახორციელებს კიდევ უფრო ძლიერ თავდაცვით ქმედებებს, თუ ისრაელი გასულ კვირას განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ირანს უპასუხებს,- ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებაშია აღნიშნული.

„ირანი სრულიად მზად არის, განახორციელოს უფრო ძლიერი თავდაცვითი ქმედებები, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი შემდგომი აგრესიის საპასუხოდ და ამას უყოყმანოდ გააკეთებს“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი მტკიცებით, ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმა საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მის თავდაცვის უფლებას შეესაბამებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები