სირსკი: რუსეთმა კურსკის ოლქში 50 ათასამდე სამხედრო გაგზავნა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა კურსკის ოლქში, დაახლოებით, 50 ათასი სამხედრო გაგზავნა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სირსკის თქმით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ დამატებითი ძალების მობილიზება ფრონტის სხვადასხვა პოზიციებიდან შეასრულა.
გენერალმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული ჯარის კურსკში გაგზავნის გამო რუსების პოზიციები შესუსტდა ზაპოროჟიეს, ხერსონისა და კრამატორსკის მონაკვეთებზე.
„რა თქმა უნდა, ამ გარემოებამ ჩვენი თავდაცვითი ოპერაციების წარმოება შეამსუბუქა“, – თქვა სირსკიმ.