ნორვეგია უკრაინისთვის იარაღის წარმოების გასაზრდელად 90 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს

ნორვეგიის მთავრობა უკრაინისთვის იარაღის წარმოების გასაზრდელად 90 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის პრესრელიზშია აღნიშნული.

„უსაფრთხოების ვითარებამ შექმნა თავდაცვის მასალის მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საჭიროება უკრაინაში, ჩვენს მოკავშირეებს შორის და ქვეყნის შიგნით. საგზაო რუკა არის ყოვლისმომცველი გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს წარმოების შესაძლებლობების გაზრდას ნორვეგიის თავდაცვის ინდუსტრიაში. ამით ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას უკრაინის, ჩვენი ერის და ჩვენი მოკავშირეების საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის“, – განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები