გერმანიის კანცლერი: ჩვენ ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას გავაგრძელებთ

გერმანიის მთავრობა ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს,- ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„ჩვენ ვაწვდიდით და მივაწვდით იარაღს [ისრაელს]. ჩვენ მთავრობაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იარაღის მიწოდებას მომავალშიც უზრუნველყოფს“, – თქვა შოლცმა გერმანიის ბუნდესტაგში გამოსვლის დროს.

აღსანიშნავია, რომ შოლცის მთავრობა არაერთხელ გამხდარა ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი. გერმანელი ოპოზიციონერები ქვეყნის მთავრობას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ის სათანადოდ ვერ უჭერს მხარს ისრაელს და იარაღის, აღჭურვილობის საექსპორტო ლიცენზიას დროულად არ გასცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები