ნატო 14 ოქტომბრიდან ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს იწყებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 14 ოქტომბრიდან ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს იწყებს,- ინფორმაციას ალიანსის გენერალური მდივანი, მარკ რუტე ავრცელებს.

„გაურკვეველ სამყაროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გამოვცადოთ და გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა. ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა უნდა იცოდნენ, რომ ნატო მზად არის და შეუძლია, ნებისმიერ საფრთხეს უპასუხოს. წვრთნები განსაკუთრებით ფოკუსირებული იქნება გაერთიანებულ სამეფოზე, ჩრდილოეთის ზღვაზე, მაგრამ ასევე ბელგიასა და ნიდერლანდებზე“, – ამბობს მარკ რუტე.

სწავლება ორშაბათს დაიწყება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები