ღაზას სექტორში, ყოფილი სკოლის შენობაზე ისრაელის თავდასხმას, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, იერიშები ყოფილი სკოლის შენობაზე განხორციელდა, სადაც დევნილები იყვნენ შესახლებულები.

“დარტყმების განხორციელებამდე რიგი ნაბიჯი გადაიდგა სამოქალაქო პირებისთვის ზიანის მიყენების რისკის შესამცირებლად. მათ შორის, ზუსტი საბრძოლო მასალის გამოყენება, საჰაერო თვალთვალი და დამატებითი დაზვერვა”, – აღნიშნავენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ისრაელში აცხადებენ, რომ „ჰამასი“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებები რეგულარულად იყენებენ სკოლებს, თავშესაფრებსა და დაცულ ობიექტებს თავიანთი ოპერაციებისთვის, იქ მყოფ სამოქალაქო პირებს კი ფარად იყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები