ისრაელს თურქეთის წინააღმდეგ გეგმები არასდროს ჰქონია – ისრაელის პრეზიდენტი

ისრაელს თურქეთის წინააღმდეგ გეგმები არასდროს ჰქონია, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა.

„თურქეთის ლიდერის მიერ გაკეთებული რამდენიმე კომენტარი ვნახე. მსურს ნათლად განვაცხადო, რომ ისრაელს თურქეთის წინააღმდეგ რაიმე სახის გეგმები არასდროს ჰქონია. ჩვენ თურქ ხალხს დიდ პატივს ვცემთ და ისინი ისრაელელ ხალხს დიდ პატივს სცემენ. ჩვენ ხალხებს შორის ხანგრძლივი ურთიერთობა გვაკავშირებს“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის მორიგი სამიზნე, შესაძლოა,თურქეთი გახდეს.

„ისრაელის მთავრობამ მისი რელიგიური ფანატიზმით, შესაძლოა, პალესტინისა და ლიბანის შემდეგ მიზანში ჩვენი სამშობლო ამოიღოს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები