ამერიკაში ქარიშხალი “მილტონი” შესუსტდა

ქარიშხალი „მილტონი“, რომელმაც აშშ-ის ფლორიდის შტატს გადაუარა, პირველ კატეგორიამდე შესუსტდა,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქარიშხალი „მილტონი“ აშშ-ის ფლორიდის შტატს წუხელ დაატყდა. თავდაპირველად მას მეხუთე კატეგორია ჰქონდა მინიჭებული. ქარიშხლის სიჩქარე 250 კმ/სთ-ს აღწევდა. ამ დროისთვის კი, სააგენტოს ცნობით, ქარის სიჩქარე 150 კმ/სთ-მდე დაეცა.

სტიქიის გამო შტატიდან მილიონობით ადამიანია ევაკუირებული. როგორც Reuters-ი იუწყება, ქარიშხლის გამო ამ დრომდე სამ მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალმა ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბევრად მეტ კატასტროფულ შედეგებს ელოდნენ და იმედოვნებენ, რომ ქარიშხლის მთავარმა შეტევამ უკვე გადაიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები