გაეროს გენერალური მდივანი BRICS-ის სამიტს დაესწრება
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში რუსეთის ქალაქ ყაზანში 22-24 ოქტომბერს გასამართ BRICS-ის სამიტზე ჩასვლას გეგმავს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, გუტერეშმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის დროს განუცხადა.
შეგახსენებთ, BRICS-ი, რომელიც ამჟამად 9 წევრისგან შედგება (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები), 2006 წელს დაარსდა. განაცხადი გაწევრიანების შესახებ შეტანილი აქვთ თურქეთს, სირიასა და კუბას.