დონალდ ტრამპი კამალა ჰარისთან მეორე დებატებზე უარს აცხადებს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი უარს აცხადებს კამალა ჰარისთან მეორე დებატებზე. რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დებატების წინა ორი რაუნდი ჯო ბაიდენთან და კამალა ჰარისთან უკვე მოიგო.

დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში აღნიშნული პოსტი მას შემდეგ დაწერა, რაც Fox News-მა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს დებატების ახალი რაუნდის გამართვა შესთავაზა.

„პირველი, რასაც მოკრივე აკეთებს ბრძოლის წაგების შემდეგ, ითხოვს რევანშს. ახლა უკვე ძალიან გვიანია, ხმის მიცემის პროცესი უკვე დაიწყო – არავითარი რევანში არ იქნება. გარდა ამისა, კამალამ გუშინ მკაფიოდ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენისგან განსხვავებულს არაფერს გააკეთებს, ამიტომ სადებატო არაფერია“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, ის გამოკითხვებშიც ლიდერობს და უპირატესობა ყოველდღიურად იზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები