ანგელა მერკელი ნოემბერში თავის მემუარებს წარადგენს

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა მემუარებზე მუშაობა დაასრულა, წიგნი კი ნოემბერში გამოვა.
როგორც ცნობილია, მერკელთან ერთად მემუარებზე მისი ასისტენტი, ბეატა ბაუმანი მუშაობდა.

700-გვერდიანი წიგნის სახელწოდებაა „თავისუფლება“ და ის 30-ზე მეტი ქვეყნის მკითხველისთვის ხელმისაწვდომი ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ, 26 ნოემბრიდან იქნება.

შეგახსენებთ, ანგელა მერკელი ბუნდესტაგის წევრი პირველად 1990 წელს გახდა, 2000 წლიდან 2018 წლამდე კი მემარჯვენე კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირის პარტიის ლიდერი იყო. თექვსმეტი წლის განმავლობაში, 2021 წლის არჩევნებამდე, ის იყო გერმანიის მუდმივი კანცლერი და თავისი მოღვაწეობის პერიოდში ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად ითვლებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები