ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვას ეწვევა
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სამუშაო ვიზიტით მოლდოვას ეწვევა,- განცხადებას მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს ხუთშაბათს, 10 ოქტომბერს შეხვდება.
„ეს ვიზიტი ხაზს უსვამს კიშინიოვსა და ბრიუსელს შორის მზარდ, მჭიდრო ურთიერთობებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ის ევროკავშირში გაწევრიანების რეფერენდუმთან ერთად ჩატარდება.