ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე ევროპარლამენტის წევრმა, რასა იუკნევიჩიანემ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

„საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სააკაშვილისის სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანისთვის“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ არჩევნების ჩატარება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. თუ „ქართული ოცნების“ მთავრობა გააგრძელებს ლუკაშენკოს გზას, ევროკავშირიო იძულებული იქნება გადახედოს ვიზალიბერალიზაციას“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები