ეკა სეფაშვილი: ე.წ. ტექნიკური მთავრობა არ შეიქმნება – ოპოზიცია ამით ცდილობს მოსახლეობა დააშანტაჟოს და ცრუ აღქმები შეუქმნას

„სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციებით ცდილობს სათავეში ჩაუდგეს ოპოზიციის გაერთიანებას და მათ გაერთიანებაში ერთგვარი როლი შეასრულოს”, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ დაანონსებული ე.წ. ტექნიკური მთავრობა არ შეიქმნება და ეს ყველაფერი ერთადერთ მიზანს ემსახურება – მოსახლეობა დააშანტაჟონ და ცრუ აღქმები შეუქმნან.

„არ გამოუვა ზურაბიშვილს გამაერთიანებლის როლის თამაში. გაიხსენეთ, ცალკეული პოლიტიკოსების გამონათქვამები, როცა გახარია გამოეთიშა ვითომ გაერთიანებას. ზურაბიშვილი თავისი ქცევით არღვევს კონსტიტუციას, რომლითაც ევალება იყოს მიუკერძოებელი და არ ატარებდეს ოპოზიციური პარტიების ნარატივსა თუ პოლიტიკას.

კიდევ ერთხელ მცდელობაა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცრუ მოლოდინები შექმნან. ტექნიკური მთავრობა არ შეიქმნება. ეს არის ოპოზიციის წარმომადგენლების კიდევ ერთი მცდელობა, რამენაირად დააშანტაჟონ მოსახლეობა და ცრუ აღქმები შექმნან, თუმცა, ეს მათ წაგებულ არჩევნებს არანაირად უშველის”, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები