გარეული ცხოველების რაოდენობა ბოლო 40 წლის მანძილზე 50%-ით შემცირდა

ბოლო წლებში ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, 1970-2010 წლებში თევზების, ჩიტების, ქვეწარმავლების და ძუძუმწოვრების საერთო პოპულაცია 52%-ით შემცირდა. ეს არის შოკისმომგვრელი სტატისტიკა, რომელიც კვლავ შემცირების ტენდენციისკენ მიდის. ველური ბუნების მსოფლიო ფონდის და ,,Global Footprint Network”-ის ძალისმევით, დააკვირდნენ გარეული ცხოველების ათი ათას სახეობას. ახალ აქციას სათავეში ჩაუდგა ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოება, რომლის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაშენების პირას მყოფ სახეობებს იკვლევენ. მათი ინფორმაციით, სტატისტიკური შედეგები საკმაოდ მძიმეა, ყოველწლიურად ნადგურდება ცხოველთა ფაუნის უნიკალური სახეობები და ჯიშები. პლანეტის წინაშე არსებული ეკოლოგიური პრობლემები ფაქტობრივად უმართავი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები