ქარიშხალი “მილტონის” გამო, მექსიკასა და აშშ-ში მილიონამდე ადამიანმა ევაკუაციის ბრძანება მიიღო

აშშ-ის ფლორიდის შტატს კიდევ ერთი ქარიშხალი, „მილტონი“ უახლოვდება. მექსიკასა და აშშ-ში მილიონამდე ადამიანმა ევაკუაციის ბრძანება მიიღო,- ამის შესახებ Reuters იუწყება.

ფლორიდა ორი კვირის წინ ქარიშხალ „ჰელენისგან“ დაზარალდა. ახლა კი ახალი შტორმის მიახლოებას ელოდება. სპეციალისტებმა 5-ბალიანი სკალით საფრთხის მე-4 კატეგორია მიანიჭეს.

მეტეოროლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ის სანაპიროს კატასტროფულ ზიანს მიაყენებს და რამდენიმე დღით ელექტროენერგიის გათიშვაა მოსალოდნელი.

წინა ქარიშხლის, „ჰელენის“ შედეგად, რომელიც ფლორიდას 26 სექტემბერს დაატყდა თავს, საერთო ჯამში 200 ადამიანი დაიღუპა. მატერიალურმა ზარალმა აშშ-ის 6 შტატში მილიარდობით დოლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები