ლიბანიდან ქალაქ ხაიფას მიმართულებით 85-მდე რაკეტა გაუშვეს

ლიბანიდან ისრაელის ქალაქ ხაიფას მიმართულებით 85-მდე რაკეტა გაუშვეს, – ინფორმაციას “ისრაელის თავდაცვის ძალები” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ომის დაწყების შემდეგ ეს „ჰეზბოლას“ მიერ ხაიფაზე განხორციელებული ყველაზე დიდი სარაკეტო შეტევა იყო.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაკეტების უმეტესობა წარმატებით მოიგერიეს, თუმცა რაკეტების ნაწილმა ქალაქში სახლები დააზიანა. დაშავდა ერთი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები