საფრანგეთი უკრაინას Mirage 2000 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს გადასცემს
საფრანგეთი უკრაინას 2025 წლის პირველ კვარტალში Mirage 2000 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს გადასცემს,- ინფორმაციას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ ავრცელებს.
„Mirage 2000 უკრაინას. მიწოდება 2025 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი“, – დაწერა ლეკორნუმ სოციალურ ქსელ X-ში.
მისი თქმით, ქალაქ კაზოსა და ჟირონდაში თვითმფრინავებს ჯერ ახალი ჰაერი – ხმელეთის ტიპის და რადიოელექტრონული საწინააღმდეგო ტექნიკით აღჭურავენ და შემდეგ გადასცემენ უკრაინას.