თურქეთი საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ლიბანში გემებს გაგზავნის

თურქეთი თავისი მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით ლიბანში გემებს გაგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

თურქეთის საგარეო უწყების ცნობით, ლიბანიდან თურქეთის 2000 მოქალაქის ევაკუაციის მიზნით, საზღვაო ძალების ორი გემი მერსინის პროვინციის პორტს დღეს დატოვებს.

თურქეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ლიბანიდან ევაკუაციის პროცესი, საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაშიც გაგრძელდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები