ტრამპი: ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები ისრაელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართება, ისრაელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, – ამის შესახებ Politico იუწყება.

ტრამპმა 2024 წელს მისი მეტოქის, კამალა ჰარისის გამარჯვებას ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხე უწოდა.

“თუ ჩვენ არჩევნებში არ გავიმარჯვებთ, ამას ყველაფერში დიდი შედეგები მოჰყვება”,- განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა დემოკრატების ადმინისტრაცია იმაში, რაც ერთი წლის წინ ისრაელში მოხდა.

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, 7 ოქტომბრის თავდასხმა არასდროს მოხდებოდა. უკანასკნელმა ორმა წელმა დაგვანახა, რომ სისუსტე მხოლოდ ძალადობას და ომს შობს”,- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები