რობერტ ფიცო: ღიად ვამბობ, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მიმართ ცივი დამოკიდებულება გვაქვს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ნეგატიური დამოკიდებულება დააფიქსირა ნატოში უკრაინის გაწევრიანების მიმართ, თუმცა, პირობა დადო, რომ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას არ დაბლოკავს, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან სამთავრობათაშორისო შეხვედრაზე რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი 100%-ით უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.

“ღიად ვამბობ, რომ ცივი დამოკიდებულება გვაქვს ნატოში უკრაინის გაწევრიანების მიმართ, მაგრამ ევროკავშირთან დაკავშირებით, ჩვენ 100%-ით მხარს გიჭერთ. თქვენი წევრობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებული იქნება,- განუცხადა რობერტ ფიცომ უკრაინელ კოლეგას.

მან დასძინა, რომ სლოვაკეთი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები