სერბეთის პრეზიდენტი – “ახლო აღმოსავლეთში ისრაელის დასაცავად ფინანსური ინვესტიციები ათჯერ უფრო მეტი იქნება, ეს კი რუსეთს უკრაინაში წინსვლას გაუადვილებს”

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით დასავლეთის პოზიციაზე ნეგატიურად აისახება.

როგორც სერბეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების შემთხვევაში, დასავლეთის მიერ ისრაელისთვის გაწეული დახმარება უკრაინის დახმარების მოცულობას საგრძნობლად გადააჭარბებს.

„ახლო აღმოსავლეთში ისრაელის დასაცავად ფინანსური ინვესტიციები ათჯერ უფრო მეტი იქნება, ეს კი რუსეთს უკრაინაში წინსვლას გაუადვილებს“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

სერბეთის პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზით მოგვარებას უჭერს მხარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები