კოპენჰაგენში, ისრაელის საელჩოსთან კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ისრაელის საელჩოსთან, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა,- ამის შესახებ Times Of Israel-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

უწყების ცნობით, აფეთქება საელჩოდან, დაახლოებით, 500 მეტრში მოხდა. სამართალდამცველები იძიებენ, არის თუ არა კავშირი ამ აფეთქებასა და 2 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებებს შორის, რომლის დროსაც შვედეთის ორი მოქალაქე დააკავეს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიძიებთ, არსებობს თუ არა კავშირი ისრაელის საელჩოსთან მანამდე მომხდარ ინციდენტთან. ამ ეტაპზე არ არსებობს მინიშნება, რომ ეს ასეა“, – განუცხადა ჟურნალისტებს კოპენჰაგენის პოლიციის ინსპექტორმა.

შვედეთის სადაზვერვო სააგენტო Sapo-მ განაცხადა, რომ ირანი, შესაძლოა, ჩართული იყოს 2 ოქტომბრის აფეთქებებში, ასევე, წინა დღეს სტოკჰოლმში ისრაელის საელჩოსთან მომხდარ სროლაშიც.

ცნობისთვის, 2 ოქტომბრის დილას, კოპენჰაგენში, ისრაელის საელჩოსთან, ორი აფეთქება მოხდა. შემთხვევა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც 1 ოქტომბრის ღამეს ირანმა ისრაელის წინააღმდეგ 200-მდე ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა.

აფეთქებებში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები