ერდოღანი – როგორც ჰიტლერი შეაჩერა კაცობრიობის საერთო ალიანსმა, ნეთანიაჰუს და მისი მკვლელობის ქსელსაც ასევე შეაჩერებენ


თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირობას დებს, რომ ისრაელი ღაზაში მომხდარი გენოციდსითვის ფასს გადაიხდის.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელი, ადრე თუ გვიან, გადაიხდის ფასს ამ გენოციდისთვის, რომელსაც ის ახორციელებდა ერთი წლის განმავლობაში და ახლაც ახორციელებს“, – აცხადებს ერდოღანი.

როგორც ისრაელის მედია წერს, პალესტინის დამცველი და ტერორისტული ჯგუფის „ჰამასის“ მხარდამჭერი ერდოღანი ხშირად აკრიტიკებს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მას „ღაზას ჯალათად“ მოიხსენიებს, ასევე, მას ადოლფ ჰიტლერს ადარებს.

„როგორც ჰიტლერი შეაჩერა კაცობრიობის საერთო ალიანსმა, ნეთანიაჰუს და მისი მკვლელობის ქსელსაც ასევე შეაჩერებენ“, – აღნიშნავს ერდოღანი.

ერდოღანი, ასევე, აკრიტიკებს საერთაშორისო სისტემის წარუმატებლობას, შეაჩეროს კონფლიქტი ღაზასა და ლიბანში და აცხადებს, რომ ისრაელის გენოციდის, ოკუპაციისა და შეჭრის მრავალწლიანი პოლიტიკა ახლა უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები