ლუკაშენკო: ომის შემდეგ, აშშ-ის ახალ მთავრობას უკრაინისთვის არ ეცლება – მათ ჩვენ უნდა დავეხმაროთ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, მისი ქვეყანა მზადაა, უკრაინას ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენაში დაეხმაროს.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინის ბედს, ამ ეტაპზე, ამერიკელები აკონტროლებენ, თუმცა მისი აზრით, ომის დასრულებისას აშშ ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემებით იქნება დაკავებული და უკრაინისთვის დრო აღარ ექნება.

“ამერიკის ახალ ხელისუფლებას შიდა პრობლემები ექნება და უკრაინისთვის არ ეცლება. ამიტომ, უკრაინის ხელისუფლებამ თავი ხელში უნდა აიყვანოს და გაიაზროს, რომ ქვეყანა აღსადგენი იქნება და ამაში მათ ახლო ადამიანები, უპირველეს ყოვლისა, ბელარუსები დაეხმარებიან”, – თქვა ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები