თეა წულუკიანი: სანდრო გირგვლიანი დაღუპულია ასფიქსიით

სტრასბურგის გადაწყვეტილებაში წერია, რომ სანდრო გირგვლიანი, მართლაც, დაღუპულია ასფიქსიით, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სამართლებრივად დასადგენია, რამ გამოიწვია თავად ასფიქსია – მკვლელობამ, თუ რაიმე უბედურმა შემთხვევამ.
“მე ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა. ის, რაც წერია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ეს გახლავთ ინგლისურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი, იმ მასალების საფუძველზე, რაც თავის დროზე ჯერ კიდევ ჩემი იქ მუშაობის პერიოდში საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა. სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებაში წერია, რომ მართლაც, სანდრო გირგვლიანი დაღუპულია ასფიქსიით. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად,  ასფიქსია გამოიწვია იმან, რომ მას ყელზე აღენიშნებოდა ჭრილობა და სისხლი მოხვდა სასუნთქ გზებში, რამაც გამოიწვია ასფიქსია. ეს არის მოცემულობა. მე ვისურვებდი, რომ ვაცალოთ გამომძიებლებს და შესაბამის პროკურორებს სამუშაოს ბოლომდე მიყვანა”,- განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები