დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ასევე განხორციელდება სკვერის მიმდებარედ არსებული ადმინისტრაციული შენობების ფასადების რეაბილიტაცია. სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.
მათივე ინფორმაციით, სკვერის რეაბილიტაცია დაახლოებით, 2 821 კვ. მეტრ ფართობზე განხორციელდება და მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სკვერი მოეწყობა.
„სამუშაოების შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი სივრცეები, გარე განათება, საფეხმავლო ბილიკი, შადრევანი. ასევე, განხორციელდება გამწვანების სამუშაოები – დაირგვება ხეები
აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 1 026 160 ლარია გათვალისწინებული.
ამ ეტაპზე წინადადების მიღება დასრულებულია და მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცესი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.