ნინო წილოსანი – იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე: „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს და მტრობს ქართველ ხალხს

“რასა იუკნევიჩიანეს მხრიდან კიდევ ერთი რეზოლუცია არის ინიცირებული, სადაც მორიგი დეზინფორმაციაა გავრცელებული და რომელიც კიდევ ერთხელ ასხამს ნაცმოძრაობის წისქვილზე წყალს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

„ქალბატონი რასას მხრიდან კიდევ ერთი რეზოლუცია არის ინიცირებული, სადაც მორიგი დეზინფორმაციაა გავრცელებული და რომელიც კიდევ ერთხელ ასხამს ნაცმოძრაობის წისქვილზე წყალს, მტრობს ქართველ ხალხს. ამ რეზოლუციაში და ზოგადად ამ ახლადაგორებულ ტალღაში ჩვენ ვხედავთ საქართველოში სიტყვის თავისუფლების ჩახშობის მცდელობას. ის არ აკმაყოფილებთ, რომ საკმაოდ დიდია ევროპის ქვეყნებში ცენზურა და ახლა უკვე საქართველოშიც სურთ, რომ 3 ტელევიზია დაასანქცირონ და ამით თავიანთი ცენზურის პოლიტიკა კიდევ უფრო გაამძაფრონ“, – აცხადებს წილოსანი.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში დღეს რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ დოკუმენტს კენჭს უყრიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები