ჩინეთში, ფეიერვერკების ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა(ფოტო,ვიდეო)

ჩინეთის ჰუნანის პროვინციაში, ფეიერვერკების ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.

ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ცნობით, სამოცზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

ლიუიანგში, შემთხვევის ადგილზე 482 სპეციალისტია მობილიზებული.

ასევე ცნობილია, რომ ძლიერი აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა აფეთქების ტალღამ 300-400 მეტრის რადიუსში შენობები დააზიანა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები აგრძელებენ მუშაობას.

ადგილზე არსებული ორი დენთის საწყობი კვლავ მაღალი საფრთხის შემცველია. ექსპერტებმა კილომეტრიანი ძირითადი ოპერაციული ზონა და სამკილომეტრიანი კონტროლის ზონა გამოყვეს.

ინციდენტის საპასუხოდ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ქვეყნის მასშტაბით სამრეწველო ობიექტებში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების მიღების ბრძანება გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები