“დიდი ხანია ამ ტიპის დოკუმენტებმა საქართველოსთვის ფასი დაკარგა, რადგან მოწყვეტილია რეალობას,”- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ მორიგ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ჯგუფები რამდენად შორს არიან საღ აზრთან, რეალობასთან და დიალოგის სურვილთან.
„ჯერ სამუშაო ვერსია რა იყო – უსაფუძვლო ბრალდებებით გაჯერებული და მით უმეტეს ახლა ეს დამატებები. ეს ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ჯგუფები რამდენად შორს არიან საღ აზრთან, რეალობასთან და დიალოგის სურვილთან. მათ შეუძლიათ გააგრძელონ ჩაკეტილ სივრცეში ერთი და იმავეს გამეორება, დიდი ხანია ამ ტიპის დოკუმენტებმა საქართველოსთვის ფასი დაკარგა, რადგან მოწყვეტილია რეალობას“, – აღნიშნა მახაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში დღეს რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ დოკუმენტს კენჭს უყრიან.