ნინო წილოსანი – 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების განხილვაზე: ვნახავთ რამდენად კარგად იყო შემოსავლების ნაწილი შესრულებული, ამავდროულად რამდენად ეფექტიანი იყო სამინისტროები სახარჯო ნაწილში

“ვნახავთ რამდენად კარგად იყო შემოსავლების ნაწილი შესრულებული, ამავდროულად რამდენად ეფექტიანი იყო სამინისტროები სახარჯო ნაწილში,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების განხილვაზე საუბრისას განაცხადა.

“ეს არის ყოველწლიური პროცესი, რითაც პარლამენტი მონიტორინგს უკეთებს ბიუჯეტის შესრულებას, მათ შორის, თითოეული სამინისტროს ეფექტიანობას. ამ განხილვებზე ვნახავთ რამდენად კარგად იყო შემოსავლების ნაწილი შესრულებული, ამავდროულად რამდენად ეფექტიანი იყო სამინისტროები სახარჯო ნაწილში. ვიცით, რომ 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია უმნიშვნელოვანესი პროექტები, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ჯანდაცვის და სხვა დარგობრივი მიმართულებები, შესაბამისად თითოეულ ამ პროექტზე, თუ გეგმაზე გამახვილდება ყურადღება”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, პარლამენტს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების სამი თვის მიმოხილვა წარედგინება. კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ სამინისტროების ეფექტიანობას სახარჯო ნაწილშიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები