ტუნისიდან გამგზავრებამდე უცხოელებს 17 დოლარის გადახდა მოუწევთ

ტუნისიდან გასამგზავრებლად დღეიდან, 1 ოქტომბრიდან, უცხოელი ტურისტებისთვის გადასახადია დაწესებული. გადასახადი 30 დინარს (დახლოებით 17 დოლარს) შეადგენს. უცხოური პრესის ინფორმაციით, გადასახადების ხარჯზე შეგროვებული სახსრები ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.
„მსგავსი სისტემა ბევრ ქვეყანაში არსებობს. არ ვფიქრობ, რომ 30 დინარი ისეთი დიდი თანხაა. ამან არ უნდა იმოქმედოს ტურისტების რაოდენობაზე“, – განაცხადა მოსკოვში ტურისტული ნაციონალური ოფისის ხელმძღვანელმა მეჯიდ კახლაუიმ.
წინასწარი გათვლებით, ახალმა გადასახადმა 2014 წლის ბოლომდე ტუნისის ხაზინას დაახლოებით 40 მილიონ დინარს (23 მილიონ დოლარს) მოუტანს. 2015 წელს კი თანხა 120 მილიონ დინარს (69 მილიონ დოლარს) შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები