ანრი ოხანაშვილი: დღე არ გავა, რომ უცხოელი პოლიტიკოსი, მაღალი თუ დაბალი თანამდებობის პირი, არ აკეთებდეს განცხადებას იმისთვის, რომ სალაპარაკო თემა შეუქმნას წყალწაღებულ ოპოზიციას

ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ უცხოეთიდან ეს მწვავე განცხადებები არჩევნების შემდეგ შენელდება, პირიქით, ამ სამოქალაქო დაპირისპირების გზამკვლევის თანახმად, ეს წნეხი უნდა გაიზარდოს, თუმცა, ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს საკმაო გამოცდილება, კვალიფიკაცია, ყველა შესაბამისი უწყება და ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობასთან ერთად მზად ვართ ყველა სცენარისთვის.

დღე არ გავა, რომ უცხოელი პოლიტიკოსი, მაღალი თუ დაბალი თანამდებობის პირი, არ აკეთებდეს განცხადებას იმისთვის, რომ სალაპარაკო თემა შეუქმნას წყალწაღებულ ოპოზიციას.

სწორედ ამიტომ „ქუდზე კაცია“ საჭირო, რომ ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უთხრას უარი ომის პარტიას და ჩვენ ერთად უზრუნველვყოთ ქვეყანაში მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება.

იმასაც ვუშვებთ, რომ ჩარევები კიდევ უფრო გაძლიერდება საზღვარგარეთიდან, თუმცა ჩვენ გვაქვს ბევრი პარტნიორის მხარდაჭერის იმედი“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები